ისტორიის გადაწერის მცდელობა - ბექა ოდიშარიას 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილეები პასუხობენ. ოცნების დეპუტატმა გაიმეორა საბჭოთა პროპაგანდა და როდიონოვის ვერსია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ჭყლეტის შედეგად დაიღუპნენ. მაშინ როცა საბჭოთა ნაწილების სადამსჯელო ოპერაცია იყო სამაგალითოდ სასტიკი. მშვიდობიანი აქცია ნიჩბების, ტყვიის და დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით დაარბიეს